aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

საქართველო ვერ იქნება სრულყოფილი ევროპის გარეშე და ვერც ევროპა იქნება სრულყოფილი საქართველოს გარეშე – პაპუაშვილი

გასულ წელს, საქართველოს ეროვნული პერსპექტივის აღიარება და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ჩართვა 9 აპრილის თაობისთვის მხოლოდ სანუკვარი ოცნება თუ იქნებოდა, თუმცა, დღეს, ესეც უკვე რეალობაა. მჯერა, რომ ჭეშმარიტი ქართული ოცნება ევროკავშირში წევრობის ასრულება, ჩვენი თაობის ისტორიული მონაპოვარი იქნება. საქართველო ევროპის გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება, მაგრამ ვერც ევროპა იქნება სრულყოფილი საქართველოს გარეშე. ამ ისტორიულ დღეს, მადლობას ასევე ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და მეგობრებს, რომელთა მხარდაჭერა და სოლიდარობა გვეხმარება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაში.

– განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე სიტყვის გამოსვლისას.

იტვირთბა....