1918 წლის 26 მაისს აღდგა 117 წლით ადრე რუსეთის იმპერიის მიერ გაუქმებული ქართული სახელმწიფოებრიობა და დაარსდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. დღესაც, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 105 წლის შემდეგ, ქართულ სახელმწიფოებრიობას, მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ჰყავს იგივე მტერი – რუსეთი.
დღეს, ყველა ჩვენგანის განსაკუთრებული მისიაა, ერთად გავაგრძელოთ ერთიანი და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შენება და საბოლოოდ დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახში, სადაც დაცული იქნება ჩვენი წინაპრების ბრძოლით მოპოვებული ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, თვითმყოფადობა, უზრუნველყოფილი იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება!
– აღნიშნა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ.