aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე უდიდესი სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით, მაგრამ ყოველ ჯერზე აჩვენეთ ურყევი ნება და სწრაფვა სახელმწიფოებრიობისკენ” – ისრაელის ელჩი

ჩემთვის დიდი პატივია ისრაელის ხალხისა და სახელმწიფოს სახელით მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

aviabiletebi
ავიაბილეთები

1918 წელი საქართველოს ისტორიაში იყო გადამწყვეტი, როდესაც ერი გაერთიანდა დემოკრატიული ღირებულებების, ინკლუზიურობისა და თანასწორობის პრინციპების გარშემო.

დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე თქვენ უდიდესი სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით, მაგრამ თქვენ ყოველ ჯერზე აჩვენეთ ურყევი ნება და სწრაფვა სახელმწიფოებრიობისკენ.

თქვენ განუწყვეტლივ მიისწრაფვით პროგრესისკენ, რათა შექმნათ საზოგადოება, სადაც თითოეული მოქალაქე იქნება ღირებული და დაცული. ისრაელსა და საქართველოს შორის კავშირი და მეგობრობა უნიკალურია, და ის საერთო ღირებულებებით არის განმტკიცებული. ჩვენ ორივეს გვესმის თუ რაოდენ ძვირფასია სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

– ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი.

იტვირთბა....