ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მუქარა, ტერორი და უკანონო საპოლიციო ღონისძიებები – ტანას ხეობაში არსებული საამქროების მფლობელების მძიმე ბრალდებები პოლიციას

უკიდურეს ზომამდე დაძაბული ვითარება სამართალდამცველებსა და ბიზნესმენებს შორის. ტანას ხეობაში ხის საამქროების მფლობელებმა დიდი ხნის დუმილი დაარღვიეს და პოლიციის მაღალჩინოსნები, სავარაუდო თაღლითურ სქემასთან ერთად, ტერორსა და მუქარაში ამხილეს.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ბიზნემსენებს კანონიერად მოპოვებულ ხე-ტყეს პოლიციელები ორგანიზებულად ართმევენ და სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მასალით დატვირთული სატვირთო მანქანები საჯარიმოზე გადაჰყავთ.

იტვირთბა....