aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქართული დროშის დანახვაზე თუ ვინმეს ელეთმელეთი ემართება, 26 მაისს საერთოდ ნუ გამოვა ქუჩაში – პაპუაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის თავმჯდომარე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის დროშებსა და ოპოზიციის წერილობით მიმართვაზე აცხადებს:

“მთავრობის ადმინისტრაციამ განმარტება გააკეთა. საქართველოს პარლამენტის წინ ორი დროშაა აღმართული – საქართველოს სახელმწიფო დროშა და ევროკავშირის დროშა. თუ ვინმე დროშას ეძებს, თვალები გაახილოს და ამ დროშას დაინახავს. რაც შეეხება დეკორაციებს, დეკორაციები ყოველ წელს შესაბამის თემატიკას შეესაბამება. ქართული დროშის დანახვაზე თუ ვინმეს ელეთმელეთი ემართება, სახლში დაჯდეს, მშვიდად იჯდეს და 26 მაისს საერთოდ ნუ გამოვა ქუჩაში, იმიტომ, რომ 26 მაისს ჩვენი ქვეყნის ქუჩებში ძალიან ბევრ ქართულ დროშას დაინახავს…

მედიიდან გავიგე, რომ ოპოზიციის ნაწილისგან ყოფილა მომართვა, როგორც ჩანს, ალბათ წერილით მომმართეს. თავად ის ფაქტი, რომ მედიაში ეს ტექსტი უფრო მალე აღმოჩნდა, ვიდრე ჩემთან წერილობით, აჩვენებს, რა იყო ამ მომართვის მიზანი. ეს არის საერთოდ იმედგამაცრუებელი და საზოგადოება მგონი, კიდევ ერთხელ ხედავს, რამდენად არასერიოზულია ჩვენი ოპოზიცია. დაკავებული არიან ისეთი საკითხებით და ევროპად ასახელებენ ისეთ საკითხებს, რასაც საერთოდ კავშირი არ აქვს ევროპასთან. ეს ადამიანები, როგორც ვხვდები, „ლელო“ არის ინიციატორი ამ წერილის, რომელიც მე არ მიმიღია და შემდეგ ეს ადამიანები გამოდიან პარლამენტის ტრიბუნაზე, პათეტიკური ტონით საუბრობენ დეპოლარიზაციაზე, ერთად საქმიანობაზე და ასე შემდეგ, ამავე დროს, გეგმავენ, განსაკუთრებით „ლელოს“ შეეხება ეს, ხვალ 26 მაისი ჩააშხამონ საქართველოს მოქალაქეებს. მაშინ, როდესაც მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, დგანან და არარსებულ პრობლემებს იგონებენ, ამაზე შემდგე თვითონვე იწყებენ კამათს, თვითონვე ნერვები ეშლებათ და სხვასაც უშლიან ნერვებს. არასერიოზულია საერთოდ ეს დამოკიდებულება. მიკვირს, რომ ამასაც კი არ უფიქრდებიან და იოტისოდენა პატივისცემაც კი არ აქვთ 26 მაისის და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის”

იტვირთბა....