aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ახალი დაპირისპირება ენმ-ში – პარტიამ გამოცა წესდება, რომელიც განსხვავებული აზრის სადამსჯელო ზომებს ითვალისწინებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად კონფლიქტის მიზეზი პარტიის ახალი წესდება გახდა.

ახალი წესდებით, თუ პარტიის რომელიმე წევრის განცხადება “ნაცმოძრაობაში” არ მოეწონებათ, ამ ადამიანს პარტიის გენერალური მდივანი და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ერთპიროვნულად, ყოველგვარი მსჯელობის გარეშე გარიცხავენ.

წესდებაში კიდევ ერთი სადავო პუნქტია, რომლის მიხედვითაც, 2024 წელს ვინ უნდა იყოს პარლამენტში ენმ-დან, ამას ერთპიროვნულად გადაწყვიტავს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

ძველი წესდებით, პოლიტსაბჭოს უმრავლესობის უმრვალეობას უნდა ეთქვა, რომ ყველაზე მძიმე სანქცია უნდა გამოეყენებინათ თანაგუნდელის მიმართ და გაერიცხათ პარტიიდან.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამბობენ, რომ ეს ცვლილები ეწინააღმდეგება პარტიის ფუნდამენტურ პრინციპებს.

ერთპიროვნულ მმართველობას ვემიჯნებით, რითიც განვსხვავდებოდით და უნდა განვსხვავდებოდეთ “ოცნებისგან”. ეს არის თავიდან ბოლომდე თავისუფლაი აზრის დევნა, რაც დაუშვებელია. ეს არ არის ერთია დამიანის პარტია. ეს არის ხალხის პარტია. ეს ცალსახად არის დაუშვებელია. თუ გვაქვს იმის ამბიცია, რომ სამომავლოდ კოალიციური მმართველობა უდნა არსებობდეს ქვეყანაში, დღეს თუ ჩვენ არ შეგვიძლია პარტია იმართოს კოალიციურად და განსხვავებული აზრი არსებობდეს, მაშინ რაზეა საუაბრი. საპარლამენტო სი, რა თქმა უნდა, ერთპიროვნულად არ უნდა იწერებოდეს, ეს დაუშვებელია” , – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

კრიტიკას გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილი.

„ცოტა არასერიოზულია… დრო დაკარგეთ ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში და არა ხაბეიშვილთან და “ნაციონალური მოძრაობის” გარჩევასთან. ეს არის ჩემი რჩევა. შიდაპარტიული ამბავი რატომ არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის საინტერესო, ვერ ვხდები. თუ ვინმე ემიჯნება თავისი საკუთარი განცხადებებით “ნაციონალურ მოძრაობას” ეს მისი პრობლემაა და მათ აქვთ კონსტიტუციური უფლება, გააკეთონ სხვა პარტია” , – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

იტვირთბა....