უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსული ტყვეობიდან კიდევ 106 უკრაინელი სამხედრო განათავისუფლეს.
“ჩვენი 106 მოქალაქე მიგვყავს სახლში. ესენი არიან ჯარისკაცები ბახმუტის მიმართულებიდან – 8 ოფიცერი და 98 ჯარისკაცი და სერჟანტი..ისინი იბრძოდნენ ბახმუტისთვის და შეასრულეს თავისი მისია, რამაც ხელი შეუშალა მტერს წინსვლაში აღმოსავლეთით. თითოეული მათგანი ჩვენი სახელმწიფოს გმირია” – აღნიშნავს ანდრეი ერმაკი.