aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე ლოცვა-კურთხევით წამოვედი და ეს სრულიად არ ნიშნავს არც პოლიტიკურ მხარდაჭერას” – მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში ვიზიტზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოსკოვის საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფება.

ამ ფაქტს საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, მეუფე ნიკოლოზის ჩასვლა მოსკოვში პატრიარქ კირილესთვის ანგელოზის დღის მისალოცად არის კერძო ვიზიტი და ის არ წარმოადგენს საპატრიარქოს.

მეუფე ნიკოლოზი თავად ჩაერთო ქართულ მედიას რუსეთიდან და მისი ვიზიტის მიზეზებზე ისაუბრა.

„ეს არ არის ჩვენი საპატრიარქოს გადაწყვეტილება, რომ მე წირვაზე გამოვეგზავნე აქ მის იუბილეზე დასასწრებად. მე ლოცვა-კურთხევით წამოვედი მოსკოვში და ეს სრულიად არ ნიშნავს არც პოლიტიკურ მხარდაჭერას, არც პოზიციების გაზიარებას, არც არავითარ თანხმობას კიდევ რაიმე მოქმედებაზე.

ეს არის საღვთო ლიტურგია, ეს არის თანამონაწილეობა საღვთო ლიტურგიაში, რომელიც პირიქით, მეტ საშუალებას გვაძლევს ჩვენ, რომ ჩვენი საკითხები დავაყენოთ, სწორად დავილაპარაკოთ, მისგანაც სწორი პასუხები მოვისმინოთ ყველაფერზე, ეს იძლევა ამის საშუალებას.

მე ვიყავი წირვაზე პატრიარქ კირილესთან და რუსეთის ეკლესიის მღვდელმთავრებთან, მივიღე წირვაში მონაწილეობა, ვეზიარე და ჩემი აზრი ვუთხარი პატრიარქს, როდესაც შევხვდით ერთმანეთს, როდესაც მქონდა საშუალება მისთვის მიმელოცა მისი ანგელოზის დღე და რამდენიმე სიტყვა მეთქვა მხოლოდ. არაფერი საერთო მე მასთან არ მაქვს, რუსეთის პატრიარქი რუსეთის ქვეყნის პრეზიდენტს რა მადლობას გადაუხდის, ეს იქნება რაიმე პოლიტიკური ხასიათის განცხადება, თუ ეს იქნება რაიმე პირადი მათი ურთიერთობა, არაფერი საერთო მე ამასთან არ მაქვს, არაფერი არ მიგრძნია საერთოდ, რა უნდა მეგრძნო, მე ვიყავი წირვაზე, როგორც იერარქი”, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

იტვირთბა....