ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ბახმუტიდან რუსული ქვედანაყოფების გაყვანა დაიწყო

რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის” დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თქმით, მისმა ქვედანაყოფმა ბახმუტიდან გასვლა დაიწყო.

„ბახმუტიდან გაგვყავს საბრძოლო ნაწილები. […]

1 ივნისამდე ძირითადი ნაწილი უკანა ბანაკებში გადავა. პოზიციებს სამხედროებს გადავცემთ. მაგრამ თუ სამხედროებს გაუჭირდებათ, ჩვენ დავტოვებთ მათ, ვისაც მთავარი როლი ჰქონდა ბახმუტის აღებაში”, – აღნიშნულია ჩანაწერში, რომელიც მისი პრესსამსახურის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა.

იტვირთბა....