“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერის, ალექსი პეტრიაშვილის საქმეზე დაკავებული ლევან მექვაბიშვილი იუნა შაფათავას ყოფილი ქმარია. ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს იუნა შაფათავამ განუცხადა.
მისი თქმით, ლევან მექვაბიშვილს 2007-2008 წლებში დაშორდა, რის შემდეგაც მასთან კონტაქტი არ ჰქონია.
შაფათავას თქმით, მან საქმესთან დაკავშირებით არაფერი იცის.
„კარგია, რომ პეტრიაშვილი ცოცხალია“, – განაცხადა შაფათავამ.
მან განაცხადა, რომ ლევან მექვაბიშვილი ძალიან კარგი ადამიანია. ის კარგი სპორტსმენი და დამსახურებული მოკრივეა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრიც იყო და სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებაზე წარმატებით ასპარეზობდა.
შეგახსენებთ, სასამართლომ დღეს ლევან მექვაბრიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.