„ახალგაზრდა უფლებადამცველები“ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვენ.
ამ მოთხოვნით აქცია დღეს იუსტიციის სამინისტროსთან გამართეს და განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ გამოძიების დასრულებამდე იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს. არასამთავრობო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ თეა წულუკიანმა შესაძლოა საკუთარი თანამდებობიდან გამომდინარე ზეწოლა განახორციელოს გამოძიების მიმდინარეობაზე.
“ქალბატონ თეა წულუკიანს შეუწყდეს უფლება მოსილება მანამ სანამ არ დაიწყება გამოძიება პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. მოგეხსენებათ, მან აღნიშნა, რომ მის მიმართ შესაძლოა მიმდინარეობს შანტაჟი პირდაპირი გაგებით აქედან გამომდინარე აუცილებელი არის, რომ სამართალდამცავების მხრიდან, კონკრეტულად პროკურატურის მხრიდან მოჰყვეს რეაგირება”, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა ალექსანდრე კობაიძემ.