aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

უსუფაშვილი: გალის შეხვედრების აღდგენის საკითხის მიმართ ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი, მაგრამ არც გამოვრიცხავ

aviabiletebi
ავიაბილეთები

გალის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების აღდგენის პერსექტივა არის, თუმცა გარანტირებული არაა. ეს შეფასება პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს ეკუთვნის.  მისი თქმით, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ აფხაზეთში რუსული გავლენა მზარდია.
“ჩვენ ეს ვნახეთ რუსულ თურქული დაპირისპირების ფონზე. არის გადაწყვეტილებები რაც არანაირად არ არის დე-ფაქტო ხელისუფლების თუ იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებში, მაგრამ აფხაზეთი სწორედ რომ იძულებულია, ვითარებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად სრულად დაემორჩილოს რუსეთის მიდგომებს ყველაფერში. ასე, რომ მე ძალიან ოპტიმისტურად არ ვარ, მაგრამ არც გამოვრცხავ, რადგან საბოლოო ჯამში, საკუთარი ინტერესები ყველგან და ყოველთვის აჭარბებს ხოლმე სხვის ინტერესებს”, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსნებთ, რომ ეს ფორმატი 2012 წლის აპრილში შეწყდა, რაც აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ევროკავშირის მისიის მაშინდელი ხელმძღვანელი ტიშკევიჩი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. მას შემდეგ ოფიციალური თბილისი უცხოელ შუამავლებთან ერთად ფორმატის აღდგენაზე მუდმივად საუბრობდა და მოსკოვის მხრიდან მზაობას ელოდებოდა.  ჯერ ისევ გაურკვეველია-დათანხმდება თუ არა კრემლი გალის შეხვედრების განახლებას.

იტვირთბა....