aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მილორად დოდიკი მოსკოვში პუტინს შეხვდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბოსნიელი სერბების ლიდერი მილორად დოდიკი, ევროკავშირის მწვავე კრიტიკის მიუხედავად მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია Sky News-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეხვედრის შინაარსი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ დოდიკის კრემლში ყოფნის დროს მათ გაზის ფასი და გაზსადენები განიხილეს.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია კრემლის ვებგვერდზე საღამოს გამოჩნდა. სადაც მოყვანილია პუტინის სიტყვები, რომელიც მადლობას უხდის დოდიკს “უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიციისთვის”.მან ასევე განაცხადა, რომ გასულ წელს ქვეყნებს შორის ვაჭრობის ზრდამ 57% შეადგინა.

ცნობისთვის, 2022 წელს შეერთებულმა შტატებმა დოდიკს რუსეთთან მისი კავშირების გამო სანქციები დაუწესა.

იტვირთბა....