ახალი ამბები მედია მთავარი

“იმედის” დირექტორი პირადად ურეკავს “მაესტროს” თანამშრომლებს და ახალ მენეჯმენტთან შეხვედრას სთავაზობს”

მაესტროს ყოფილი გენერალური დირექტორის ბაია გადაბაძის ინფორმაციით, ტელეკომოპანია “იმედის” გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე, პირადად ურეკავს მაესტროს თანამშრომლებს და ახალ მენეჯმენტთან შეხვედრას სთავაზობს.

მისი თქმით, გაჩეჩილაძეების ადვოკატის ირაკლი კორძახიას თანაშემწე, ტელეკომპანია იმედის მმართველი კომპანიის სელფორდ ჯორჯიას ხელმძღვანელს ირაკლი რუხაძეს ხვდება.

“ალბათ, რადგან მე ვუთხარი ლევანს, რომ აქ შეხვედრის ორგანიზება ვერ მოხდებოდა, შესაძლოა ბახტურიძემ გადაწყვიტა, ვითომ, კეთილშობილურად მოქცეულიყო, როგორც კეთილისმსურველი, რაც ძალიან ამაზრზენია. ეს არის უგუნური და არაკოლეგიალური საქციელი და სცდება ურთიერთობის ყველა ფორმას. როგორც ჩანს, ის არ ერიდება ღიად მოქმედებას და გეგმავენ შეთქმულების თეორიებს მაესტროს წინააღმდეგ. ამასობაში ყველას გამოგვრჩა ირაკლი რუხაძე, რომელიც კონკურენტი არხის დაფინანსებას აპირებს, როგორც გოგა ხაინდრავამ თქვა “ამერიკული ფულით” და ახლა ხვდება გაჩეჩილაძეების ადვოკატს ირაკლი კორძახიას. სინამდვილეში ისინი გეგმავენ შეთქმულების თეორიებს მაესტროს წინააღმდეგ. მათ სინამდვილეში უნდათ მაესტროს ჩაძირვა”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ “რუსთავი 2-თან” სატელეფონო საუბრისას.

იტვირთბა....