მედია მაგნატი მაიკლ ბლუმბერგი შეერთებული შტატების პრეზიდენტობისთვის არ იბრძოლებს. CNN-ის ცნობით, ნიუ იორკის ყოფილმა მერმა საპრეზიდენტო მარათონში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით ჩართვა კვლევების ჩატარების შემდეგ გადაიფიქრა.
მედია მაგნატი განმარტავს, რომ საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული არ არის და შიშობს, რომ კანდიდატურის დაყენების შემთხვევაში, დონალდ ტრამპის გამარჯების შანსები კიდევ უფრო გაიზრდება, ამ პასუხისმგებლობას კი საკუთარ თავზე ვერ აიღებს.
შეგახსენებთ, ბლუმბერგი პრეზიდენტობის კანდიდატების მიმართ კრიტიკული იყო და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა არჩევნებში ეცადა ბედი.