ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთს მიგრანტების კრიზისის მოსაგვარებლად კიდევ 3 მილიარდი ევრო გადაეცემა

ევროკავშირის სამიტი მიგრანტებთან დაკავშირებით, თურქეთისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფით დასრულდა.

ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ანკარას კრიზისის მოსაგვარებლად კიდევ 3 მილიარდი ევრო გადაეცემა.

გარდა ამისა, დაჩქარდება თურქეთთან უვიზო მიმოსვლა. სანაცვლოდ ანკარა უკან მიიღებს ევროპაში თურქეთის გავლით გადასულ მიგრანტებს.

ევროკავშირი ეგეოსის ზღვის გავლით სირიელების უკანონო და სახიფათო მიგრაციის პროცესის გაკონტროლებასაც გეგმავს.

 

იტვირთბა....