ახალი ამბები მთავარი

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია 2017 წლიდან აიკრძალება

 

საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია 2017 წლის იანვრიდან აიკრძალება.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ამბობს, ავტო იმპორტიორებთან თარიღზე შეთანხმება უკვე მოხდა და კანონპროექტში, ამ კუთხით საბოლოო ცვლილება განხორციელდა.

რაც შეეხება შს სამინისტროს კანონპროექტში არსებულ სხვა რეგულაციებს, შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მუშაობა დეპუტატებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად მომავალშიც გაგრძელდება.

 

იტვირთბა....