ახალი ამბები მთავარი სამართალი

“თავისუფალ დემოკრატებს” ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმე გახსნილად არ მიაჩნიათ

„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანზე ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული ერთი პირის დაკავების მიუხედავად, „თავისუფალი დემოკრატები“ საქმეს გახსნილად არ თვლიან და იმედოვნებენ, რომ დანაშაულთან დაკავშირებული ყველა პირის დაკავება მალე მოხდება.

ისინი კატეგორიულად ითხოვენ მოხდეს საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლა და გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით გაგრძელდეს.

ამჟამად გამოძიება 117-ე მუხლის 5-ე ნაწილით, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....