ახალი ამბები მთავარი სამართალი

მონაზვნის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მამაკაცებს 20-20 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ყაჩაღობასა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებაში ბრალდებულებს ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 20-20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შემთხვევა გასული წლის ნოემბერში მოხდა. ორმა მამაკაცმა ხანდაზმულ მონაზონს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და სექსუალურად იძალადა. ამის შემდეგ თავდამსხმელებმა მონასტერიც გაძარცვეს.

პოლიციამ ორი პირი, 27 წლისა და 39 წლის მამაკაცები დააკავა. გამოძიება ძალადობით ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების მუხლებით მიმდინარეობდა

იტვირთბა....