ახალი ამბები მთავარი სამართალი

ეკა კვესიტაძემ „რუსთავი 2“-ს 12 000 ლარი უნდა გადაუხადოს

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს “რუსთავი ორისთვის” 12 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

ამის მიზეზი „რუსთავი 2“-თან ხელშეკრულების დარღვევა და “მთავარ არხზე” მუშაობის გაგრძელება დასახელდა, იმის მიუხედავად, რომ პაატა სალიამ თავად გამოაცხადა ეკა კვესიტაძისა და კიდევ რამდენიმე წამყვანის გათავისუფლების შესახებ.

სარჩელით კვესიტაძე ითხოვდა დისკრიმინაციული მოტივების გამო მიღებული გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების გადახდას.

სასამართლომ ეკა კვესიტაძის სამსახურიდან გათავისუფლება მიიჩნია კანონიერად და სამაუწყებლო კომპანიას დააკისრა მხოლოდ ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების გადახდა.

კვესიტაძის თქმით, დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება.

იტვირთბა....