ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მოსამართლემ მითხრა, ყველა იქ ვიყავით, ყველა ვქეიფობდითო” – რატომ უთხრეს უარი ჯაფარიძეს მოსამართლის აცილებაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში „გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერის“ ზურაბ ჯაფარიძისა და მისი თანაპარტიელის, ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი იმართება.

დაცვის მხარემ მოსამართლის აცილება მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მედიასთან ამ ტემაზე ისაუბრა.

„აცილებას ბევრი საფუძვლები ჰქონდა, მათ შორის, როგორ იქცეოდა პირველ სხდომაზე, როცა აშკარად ჩანდა, რომ სწრაფად უნდოდა გადაწყვეტილების მიღება. კლანის გაშვებას მაინც მივაღწევთ საბოლოო ჯამში…. მაგაზე [მოსამართლის აცილებაზე] მაგარი პასუხი გაგვცა: აზრი არ აქვს, მე რომც ამიცილოთ ისეთი მოსამართლე შეგხვდებათ, რომელიც იქ იყო, ყველა იქ ვიყავით, ყველა ვქეიფობდით. [გორში]

არის ვიდეოჩანაწერები, სადაც მთელი პერიმეტრი ჩანს, რომელიც ამ საქმეში გვჭირდება და მოვითხოვეთ, იქნება მოგვაწოდონ. შსს 15 წუთი ჩხუბობდა, რომ არცერთ შემთხვევაში ეგ ჩანაწერები არ მოიტანოთო“ , – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, გამოძიება ჯაფარაძეს და მოსიაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება. საქმე 7-9 მარტის აქციებს ეხება.

იტვირთბა....