თბილისის ცენტრში, ზუბალაშვილების ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა კაცი 28 წლის თორნიკე გაბელაშვილია. იგი მრავლობითი ჭრილობებით კლინიკაშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ცეცხლი საკუთარ სადარბაზოსთან გაუხსნეს. ადგილობრივები სროლის ხმაზე გამოვიდნენ, თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო.
დამნაშავე ამ დრომდე დაკავებული არ არის.
დაპირიპირების ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები რამდენიმე საათია მუშაობენ, თუმცა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ერთ-ერთი ვერსიით 28 წლის თორნიკე გაბელაშვილს მისივე მეგობარმა ესროლა, თუმცა რა გახდა სისხლიანი დაპირიპირების მიზეზი უცნობია.