„ლაღიძის წყლებმა” თვის ბოლოდან შესაძლოა რუსეთში ექსპორტი განაახლოს. როგორც „კომერსანტს” კომპანიის დამფუძნებელმა თორნიკე ლაღიძემ განუცხადა, რუს პარტნიორებს კომპანიის მიმართ გარკვეული რაოდენობის დავალიანება აქვთ, რუსეთის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების გამო ადგილობრივ დისტრიბუტორებს გაუჭირდათ, ამიტომ მიდის მოლაპარაკება, რომ თანხის გადახდა დროულად მოხდეს. თორნიკე ლაღიძის თქმით, არის დაპირება, რომ ანაზღაურება თვის ბოლოს განხორციელდება და შემდეგ კომპანია ექსპორტს განაახლებს.
შეგახსენებთ, რომ „ლაღიძის წყლების” ექსპორტი რუსეთში 2013 წელს შეჩერდა. ამის მიზეზი რუსული კომპანიისგან „ტიხვინის ლიმონათის ქარხანა” 30 ტონა სიროფის თანხის გადაუხდელობა გახდა.