საავეჯე და სამშენებლო ეკო მასალების ყველაზე მსხვილ საწარმო „კასტასა“ და კომპანია Kronospan-ს პარტნიორობის 10 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით, თბილისს ეწვივნენ Kronospan-ის გენერალური დირექტორი ავსტრიიდან, თომას იანჩიკი; CSM-ის გენერალური დირექტორი იტალიიდან, ამბროჯიო ვინჩენცო; TEKE-ს დირექტორი თურქეთიდან – კუბალაი ატალაი და Emporio Skin-ის ექსპორტისა და მარკეტინგის დირექტორი იტალიიდან, ტაუ სემო.

“კასტას” საწარმოში, რომელიც ავჭლაში მდებარეობს, გრანდიოზული მიღება გაიმართა. წითელი ლენტის გაჭრის ცერემონიალის შემდეგ, ქართული, ავსტრიული, იტალიური და პოლონური კომპანიების წარმომადგენლებმა სტუმრებს სიტყვით მიმართეს. როგორც “კასტას” დამფუძნებელმა ზაზა ბაღდავაძემ აღნიშნა, კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება უფრო აქტიურ ფაზაში იგეგმება და კომპანია Kronospan აპირებს დააფინანსოს პროფესიული სწავლების კურსი, რომელიც ხესა და ქვაზე მუშაობას გულისხმობს. სწავლების მიზანია, მსურველებმა პროფესიულ დონეზე აითვისონ ხეზე, ქვაზე, ვიტრაჟსა და მოზაიკაზე მუშაობა. გარდა იმისა, რომ “კასტა” საავეჯე და სამშენებლო ხის მასალის მწრმოებელი კომპანიაა, აღნიშნული ნამუშევრები ინტერიერის დიზაინში ძალიან დიდ როლს შეასრულებს.

სასწავლო ცენტრში, იტალიელი ექსპერტები, ქართველ მეწარმეებს სასერტიფიკაციო, პრაქტიკულ პროგრამას სთავაზობენ. პროფესიონალი ტრენერები, მსურველებს შეასწავლიან ხეზე და ქვაზე კვეთას, ფერადი ვიტრაჟებისა და ავეჯის შექმნა-დამზადებას. სასწავლო პროცესის განვითარებას, Kronospan შეუწყობს ხელს.
ადგილობრივ ხელოსნებსა და მწარმოებლებს საშუალება აქვთ, თბილისში, შუშის ქუჩა #38-ში შეიძინონ 100%-ით ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა საავეჯე და სამშენებლო მასალები, რომელიც მსოფლიო სტანდარტის შესაბამისია.

საწარმო ისეთი ცნობილი ევროპული ბრენდების წარმომადგენელია, როგორებიცაა ავსტრიული Kronospan, მსოფლიოში წამყვანი ხის პანელების მწარმოებელი, რომლის პროდუქციაც გამოიყენება როგორც ავეჯის წარმოებაში, ასევე, ინტერიერის დიზაინსა და მშენებლობაში. აღსანიშნავია მწარმოებლის იტალიური შვილობილიც, Emporio Skin, რომელიც მაღალი ხარისხის სტანდარტებს, იტალიელი დიზაინერების უნიკალურ ხელწერასთან აერთიანებს.
„კასტას“ ეკო მასალებით მასალით დამზადებული პროდუქციას, უკვე იცნობენ ამერიკაშიც – საწარმო ქართულ-ამერიკული სამშენებლო საწარმოს, „GACC”-ის ექსკლუზიური პარტნიორია. სწორედ, თბილისში დამზადებული მასალით იქმნება პროდუქცია, რომელიც ამერიკულ ბაზარზე გადის. ახალი საწარმოს პარალელურად, „კასტა“ ექსპორტის გაფართოებას, ამჯერად ევროპის მიმართულებით გეგმავს.
სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ დელეგაციებს დღის ბოლოს კომპანია “კასტა” ქართული სუფრით გაუმასპინძლდა და ადგილობრივი ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები გააცნო უცხოელ პარტნიორებს.





