ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსები სტალინის საქართველოში გადმოსვენებას ითხოვენ

„ადამიანური და ქრისტიანული წესების გათვალისწინებით იოსებ სტალინის ცხედარი აუცილებლად უნდა გადაასვენონ იქ, სადაც იგი დაიბადა, ანუ საქართველოში, ქალაქ გორში”, – განაცხადა „ინტერფაქსთან” საუბარში პარტია „Правое дело” – ს წევრმა ბორის ნადეჟდინმა. როგორც ირკვევა, სტალინის გადასვენების საკითხი კიდევ ბევრი მომხრე ჰყავს.

გაითვალისწინებს თუ არა ოფიციალური რუსეთი ამ მოსაზრებას, უცნობია. თუმცა ცნობილია ის, რომ კრემლის მავზოლეუმის და სასაფლაოს გადატანის თაობაზე საუბრებში მოსკოვში უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს.

ჯერ კიდევ 2012 წელს რუსეთის პრემიერი დიმიტრი მედვედევი ამბობდა, რომ სანამ სტალინის ნეშტის გადასვენების გადაწყვეტილებას მიიღებენ, ძალიან ბევრი ნიუანსის გათვალისწინება უნდა მოხდეს.

„ყველანაირი ქმედება უნდა განხორციელდეს როგორც კანონის, ასევე ადამიანური ტაქტის ელემენტარული დაცვით. ეს ეხება არა მხოლოდ სტალინს, არამედ ლენინსა და ყველა ისმ მმართველს, რომლებიც კრემლის კედლებში განისვენებენ”,- განაცხადა მედვედევმა. მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ისეთი უნდა იყოს, რომ ამან არ გამოწვიოს ადამიანების დაპირისპირება. „თუმცა არის მეორე მომენტიც. ნებისმიერი ადამიანის საფლავი კანონით დაცულია. ისე გამოვიდა, რომ ეს საფლავი არის ქვეყნის ცენტრში. თუ გადასვენების გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაშინ უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რა მოვუხერხოთ სხვა საფლავებსაც. ჩვენ ხომ ვერ დავიწყებთ იმაზე საუბარს, რომ ის ცუდი იყო და უნდა გადავასვენოთ, ამას კი არა უშავდა და მოდი დავტოვოთ”,- ამბობს მედვედევი.

საქართველოში სტალინის სამშობლოში შესაძლო გადასვენების თაობაზე ინფორმაცია არ აქვთ. უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ საკითხი მართლაც რომ დადგეს ის საზოგადოების მოანაწილეობის გარეშე ვერ გადაწყდება.

„პირველად მესმის და ამ პარტიასაც არ ვიცნობ. საკითხი მართლაც რომ დადგეს, ეს ისეთი თემაა, რომელსაც პიროვნულად ვერავინ გადაწყვეტს. ეს უნდა გახდეს საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი”, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა.

შეგახსენებთ, იოსებ სტალინი 1956 წლის 5 მარტს გარდაიცვალა. მისი ცხედარი 8 წლის განმავლობაში კრემლის მავზოლეუმში იყო დასვენებული, თუმცა მოგვიანებით სსრკ-ს მთავრობამ მისი დაკრძლვის გადაწყვეტილება მიიღო. ამჟამად სტალინის საფლავი მოსკოვის ცენტრში, კრემლის მავზოლეუმის ეზოშია.

წყარო: “პოლიტკომერსანტი”

იტვირთბა....