ირანში მილიარდერ ბაბაკ ზანჯანის კორუფციის გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს – ამის შესახებ BBC ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით იტყობინება.
ზანჯანი 2013 წლის დეკემბერში დააკევს. მას და კიდევ რამდენიმე ადამიანს სახელმწიფო ნავთობკომპანიიდან მილიარდობით დოლარის მითვისებაში დასდეს ბრალი. ზაჯანი ბრალდებებს უარყოფს.
მისმა ადვოკატმა BBC-ის განუცხადა, რომ სასამართლოს განაჩენი სიკვდილით დასჯის შესახებ პოლიტიკურად მოტივირებულია და მას აუცილებლად გაასაჩივრებენ.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბაბაკ ზანჯანი ამ შემთხვევაში უბრალოდ მოვალეა“ – განაცხადა ადვოკატმა.
ზანჯანის ევროკავშირმა და აშშ-მა სანქციები დაუწესა. რადგან ევროპელი და ამერიკელი სამსახურების ცნობით, ის ირანს დასავლეთის მიერ დაწესებული საქნციების თავიდან აცილებაში ეხმარებოდა.
ბაბაკ ზანჯანი 60-ზე მეტი კომპანიის, მათ შორის ავიაკომპანიების, კოსმეტიკური და ნავთობკომპანიების მმართველი იყო. მისი ქონება დაახლოებით 13.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.