ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კეზერაშვილი და „ქართული ოცნება“ ე.წ. ქოლცენტრების თემას ერთად ლობირებდნენ – გახარია

პარ­ტია “სა­ქარ­თვე­ლოს­თვის” თავ­მჯდო­მა­რემ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ იმე­რე­თის რე­გი­ო­ნის საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის და პარ­ტი­ის წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე, სხვა საკითხებთან ერთად, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზეც ისაუბრა.

გა­ხა­რი­ას თქმით, ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რი ევ­რო­პელ პენ­სი­ო­ნე­რებს თაღ­ლი­თუ­რად ფულს პა­რავს, რო­მელ­საც ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ან ხელს აფა­რებ­დნენ, ან თვი­თო­ნაც “თაღ­ლი­თუ­რად იპა­რავ­დნენ“.

„ეს ქოლ­ცენ­ტრე­ბის თემა, არის იდე­ა­ლუ­რი მა­გა­ლი­თი, რო­გორ სი­ჩუ­მე­ში, ბნელ ოთახ­ში ერ­თად ის­ხდნენ და თაღ­ლი­თუ­რად ფულს პა­რავ­დნენ ევ­რო­პე­ლებს და ახლა, დღეს კი­დევ, ფი­ნან­სუ­რი თაღ­ლი­თო­ბა გა­დაჰ­ყავთ პო­ლი­ტი­კურ თაღ­ლი­თო­ბა­ში და ცდი­ლო­ბენ, რომ ერ­თმა ერთს და­აბ­რა­ლოს, მე­ო­რემ მე­ო­რეს და შენ კი­დევ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ, რო­მელ­მაც ფასი ამი­სი უკვე გა­და­ი­ხა­და. თქვენ ხომ არ გგო­ნი­ათ, რომ ამის ფასს ვინ­მე არ გა­და­იხ­დის?

ამის ფასს თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი გა­და­იხ­დის. ამის ფასს გა­და­ვიხ­დით ყვე­ლა ჩვენ, იმი­ტომ, რომ რი­გი­თი ევ­რო­პე­ლის თვალ­ში, ახლა ჩვენ თაღ­ლი­თე­ბის ქვე­ყა­ნა ვართ. რა უნდა იფიქ­როს იმ ევ­რო­პელ­მა, აი ვი­ღა­ცას თუ და­ა­ინ­ტე­რე­სა და დე­ტა­ლებ­ში წა­ვი­და იტყვის, რომ კაცო, აგერ ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რი და თურ­მე, ევ­რო­პელ პენ­სი­ო­ნე­რებს თაღ­ლი­თუ­რად ჰპა­რავს ფულს. მერე, კო­მი­სია რომ გა­კეთ­დე­ბა, გა­ირ­კვე­ვა, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ამას ან ხელს აფა­რებ­დნენ, ამ თაღ­ლითს, ან თვი­თო­ნაც თაღ­ლი­თუ­რად იპა­რავ­დნენ. ეს ხალ­ხი გა­ა­კე­თებს ელე­მენ­ტა­რულ დას­კვნას: აქ ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც თაღ­ლი­თია, ოპო­ზი­ცი­აც თაღ­ლი­თია, ესე­ნი ყვე­ლა­ნი თაღ­ლი­თე­ბი ყო­ფი­ლან და სა­ბო­ლოო ჯამ­ში ამ გა­ნა­ჩენს გა­მო­უ­ტა­ნენ ვის? – რი­გით მო­ქა­ლა­ქეს და ჩვენს შვი­ლებს. მორ­ჩა, ამი­ტომ არ უნ­დათ. ესე­ნი ახლა, რე­ა­ლუ­რად, რა­საც აკე­თე­ბენ ერ­თმა­ნეთ­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბით, ცდი­ლო­ბენ, თა­ვი­სი მო­პა­რუ­ლი ფული და­იც­ვან”, – აღნიშნა გა­ხა­რიამ.

იტვირთბა....