მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ. ავარიის შედეგად სატვირთო ავტომანქანა გადაბრუნდა, თვითმხილველების ინფორმაციით, ის ხორბლით იყო დატვირთული.
როგორც „მეტრონომთან“ შსს-მ განაცხადა, სატვირთო ავტომანქანის მძღოლი მსუბუქად დაშავდა. ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.