ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ყველიერის კვირა დაიწყო: ზუსტად როდის იწყება და როდის სრულდება აღდგომის მძიმე მარხვა

აღდგომის მძიმე მარხვა წელს 14 მარტს დაიწყება და 30 აპრილს დასრულდება. ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული 1 მაისს აღინიშნება. სააღდგომო დიდმარხვისთვის მზადება გულისხმობს მარხვამდე ერთი კვირით ადრე ყველიერის კვირის დაცვას, რომელიც 7 მარტიდან იწყება და სრულდება 13 მარტს. ყველიერის მარხვის დროს მორწმუნეებს რძისა და კვერცხის ნაწარმის მიღება შეუძლიათ. სწორედ ყველიერის კვირით მთავრდება დიდმარხვის სამზადისი.
ყველიერის კვირის ბოლო დღეს მართლმადიდებელი ეკლესია შენდობის, ანუ მიტევების დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ადამიანები ერთმანეთს ცოდვებს შეუნდობენ. ყველიერის კვირის შემდეგ, 14 მარტიდან დიდი მარხვა იწყება, რომელიც მძიმე მარხვად არის მიჩნეული. დიდი მარხვა უფლის ბრწყინვალე აღდგომით დასრულდება.

იტვირთბა....