ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ავტოავარიას თბილისი-სენაკის მაგისტრალზე მსხვერპლი მოჰყვა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი-სენაკის მაგისტრალზე სოფელ ნაწრეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მსხვერპლით დასრულდა. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, გარდაიცვალა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საჭეს მართავდა. ორი დაშავებული გოგონას მდგომარეობა კი მძიმეა.

მსუბუქი ავტომანქანა დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობდა. ის ავტობანის ჯებირს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, მანქანას საბურავი დაუზიანდა და მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა.

იტვირთბა....