ბბ დაზღვევის პარტნიორობით და საერთაშორისო მედია სააგენტო XPRIMM-ის ეგიდით, „საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია“ გაიმართა, რომლის მიზანს სადაზღვევო ბაზრის განვითარება, საერთაშორისო გამოცდილებისა და ტენდენციების გაზიარება და კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენდა.
კონფერენციის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ, ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი სადაზღვევო ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორებიცაა ავტომობილის მფლობელთა მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დანერგვასა და მის პარალელურად საზედამხედველო რეჟიმის –
გადახდისუნარიანობის II სტანდარტის შემოღებაზე.
კონფერენციაზე გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო “ბბ დაზღვევის” გენერალურმა დირექტორმა, კოტე სულამანიძემ,
რომელმაც მიმოიხილა საქართველოში სადაზღვევო ბაზრის განვითარების პერსპექტივები, ასევე ისაუბრა გლობალურად დაზღვევის ინდუსტიაში არსებულ გამოწვევებსა და ბბ დაზღვევის სამომავლო გეგმებზე.
ღონისძიებას, გარდა უცხოელი ექსპერტებისა, საქართველოს სადაზღვევო
კომპანიების, სადაზღვევო ბროკერების, საჯარო უწყებებისა და ფინანსური
ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრნენ.