ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ნენსი რეიგანი გარდაიცვალა

 

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი ნენსი რეიგანი 2016 წლის 6 მარტს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორც უცხოური მედია იტყობინება, რეიგანის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.  ოჯახის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, ნენსი რეიგანს კალიფორნიაში რონალდ რეიგანის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ეზოში, მისი მეუღლის, რონალდ რეიგანის გვერდით დაკრძალავენ.

ნენსი რეიგანი  რონალდ უილსონ რეიგანის, აშშ-ის მე-40 პრეზიდენტის მეორე ცოლი იყო. რეიგანის პირველი ცოლი ჯეინ უაინმანი იყო. მასთან ორი შვილი მაურინი და მაიკლი ყავდა. 1952 წელს რეიგანმა ნენსი დეივისზე იქორწინა, რომელიც აგრეთვე მსახიობი იყო. მათ ორი შვილი შეეძინათ: პატრისია ენი და რონალდ პრესკოტი. სანამ ნენსი პირველი ლედი გახდებოდა მსახიობი იყო, ის წლების მანძილზე ამერიკის ტელემსახიობთა გილდიის პრეზდენტიც იყო.  ნენსიმ ჯერ კიდევ ახალგაზრდამ დატოვა პროფესია და თავი მთლიანად მეუღლის კარიერას მიუძღვნა. მას იცნობდნენ, როგორც თანამედროვე მოდის დიდ დამფასებელსა და ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ კამპანიის აქტიურ მონაწილეს, ასევე საბჭოთა კავშირთან ახალი ურთიერთობის ჩამოყალიბების მომხრეს. 80-იანი წლების ამერიკაში ყველამ იცოდა, რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა პირველ ქალბატონს ამერიკის პრეზიდენტზე. თეთრი სახლის ყველაზე გავლენიანი დიასახლისი ათწლეულების მანძილზე თავდადებით უვლიდა ალცჰეიმერით დაავადებულ მეუღლეს. 2000-იანი წლების მსოფლიომ კი ნახა, როგორ იცავდა იგი მეუღლის პოლიტიკურ მემკვიდრეობასა და იდეებს.

”ჩემი ცხოვრება დაიწყო, როდესაც ჩემს ქმარზე დავქორწინდი” – ბევრჯერ უთქვამს მას.

 

 

იტვირთბა....