ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ელექტროენერგიის მიწოდების დღევანდელი გრაფიკი თბილისელებისათვის

 

დედაქალაქის რამდენიმე რაიონს დღეს ელექტოენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ისნის, გლდანის, საბურთალოს, დიდუბის, ჩუღურეთის, ნაძალადევის, ვაკის და დიდგორის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

ისნის რაიონი, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, ვარდების მოედნის, ერევნის, ალადაშვილის, ხივინის და კონსტანტინე ერისთავის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, ჭყონდიდელის, საყვირის, ზესტაფონის, წიწამურის, ნათაძის, ბეჟანიშვილის, ხვინგიას, ცოტნე დადიანის, ვახტანგ ნინუას და ავშნის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვარტლის მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ ოქროყანის და წავკისის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე პერიოდში კი, ელექტროენერგია თბილისის სამ რაიონს შეეზღუდება. კერძოდ, დიდუბის რაიონში – დიღმის მასივის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, რობაქიძის, გოძიაშვილის და სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. ჩუღურეთის რაიონში – ხეხილ-სანერგე მეურნეობის, რეხის და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო გლდანის რაიონში – : გლდანის მასივის III მიკრორაიონის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, კრუბსკაიას, მიხაკო წერეთლის, გიორგი წერეთლის, რიონის, მორის ფოცხიშვილის, ულიანოვის, სარაჯიშვილის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, გელა ჭედიას და კაჭარავას ქუჩების მცხოვრებლებს.

 

იტვირთბა....