ახალი ამბები მთავარი სამართალი

მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე: ნათესავმა ახალგაზრდა ქალი წამებით მოკლა – უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, ვარკეთილში წარსულში ნასამართლევმა მამაკაცმა ნათესავი ქალბატონი მოკლა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა ნათესავ ქალს ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა, რის გამოც ის ადგილზე გარდაიცვალა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 აპრილს, ბრალდებულმა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნათესავზე – 1986 წელს დაბადებულ მ.ბ.-ზე ფიზიკურად იძალადა.

თ.ბ.-მ ახალგაზრდა ქალს ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული თ.ბ. ცხელ კვალზე დააკავა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....