ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინელი საზოგადო მოღვაწეები ევროპელ ლიდერებს ნადია სავჩენკოს გათავისუფლებას სთხოვენ

უკრაინის საზოგადო მოღვაწეები ევროპელ ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ და უკრაინელი პილოტის, ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებისთვის საგანგებო ზომების მიღებას სთხოვენ.

წერილის ავტორი წარმოშობით პოლონელი, უკრაინელი მწერალია. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება აბუჩად იგდებს ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო სამართალს და საკუთარ კონსტიტუციასაც, ისევე როგორც მინსკის შეთანხმებაში გაწერილ ვალდებულებებს.

“ნადია სავჩენკოს სიცოცხლის გადარჩენა, რომელმაც რუსეთის სასამართლოს ქმედებების პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა, არა მხოლოდ თითიეული ადამიანის ვალდებულებაა, არამედ ტესტია საერთაშორისო დიპლომატიისთვის და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებისთვის”– ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, რომ რუსული გამოძიების მტკიცებით, 2014 წლის ივნისში ლუგანსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს ნადია სავჩენკომ რუსი ჟურნალისტების ადგილსამყოფელის შესახებ კოორდინატები დაადგინა და უკრაინელ სამხედროებს გადასცა, რასაც მათი საარტილერიო შეტევა მოჰყვა, ამ იერიშის შედეგად ორი რუსი კორესპონდენტი დაიღუპა. სავჩენკო ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ის რუსებმა გაიტაცეს და შეტევის დროს უკვე მათ ტყვეობაში იმყოფებოდა.

იტვირთბა....