ახალი ამბები მთავარი სამართალი

“სერგო შუბითიძეს არ ჰქონია არანაირი შეხება თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონთან…” – პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის დაკითხვა დასრულდა.

როგორც პროკურორი, მარი შუბითიძე აცხადებს, “სერგო შუბითიძეს არ ჰქონია არანაირი შეხება “თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონთან, ის წარმოადგენდა მხოლოდ ერთ-ერთ გამომძიებელს და მის მიერ არ ჩატარებულა რაიმე ისეთი საგამოძიებო მოქმედება”.

“სერგო შუბითიძეს გამოძიების მიერ დაესვა შესაბამისი კითხვები, გამოძიება გრძელდება და საქმეს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება, რასაც საზოგადოებას გავაცნობთ. დადასტურებულად რაც შემიძლია გითხრათ, არის, რომ სერგო შუბითიძეს არ ჰქონია არანაირი შეხება თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონთან, ის წარმოადგენდა მხოლოდ ერთ-ერთ გამომძიებელს და მის მიერ არ ჩატარებულა რაიმე ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც საბოლოო შედეგზე გავლენას იქონიებდა. სამართლებრივ შეფასებაში იგულისხმება, რომ ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება და თუ კონკრეტული პირის მიერ რომელიმე დანაშაული გამოიკვეთება, რასაკვირველია, დადგება შესაბამისი რეაგირება, რასაც მოგვიანებით გაცნობებთ. დეტალებს, რაც უშუალოდ საქმეს ეხება, ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ მოგახსენებთ. სერგო შუბითის დაკითხვა ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას“, – ამბობს პროკურორი.

იტვირთბა....