თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი დამირ კირცხალიაა, რომელიც ალადაშვილის კლინიკაში მოათავსეს. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
მეზობლების ინფორმაციით, სამართალდამცველებს, ამ დროისთვის დაკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი დაჭრილის მეუღლე.
“სროლების ხმა გავიგეთ, მანქანა შეეჯახა უკნიდან ავტობუსს. სახლში ვიყავი, რომ გამოვედი თქვეს, 60 წლამდე მამაკაცს ესროლეს და გაიქცნენო. საავადმყოფოშია ახლა, მეუღლე პოლიციაშია დაკითხვაზე”. – ამბობს ადგილობრივი.