“მთავარ არხის” თქმით, მათ მოიპოვეს საიდუმლო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სუს-მა საქართველოში ყველა ქოლ-ცენტრის დახურვის საიდუმლო ბრძანება გასცა.
სახელისუფლებო წრეებთან დაახლოებულმა შიდა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ყველა უკანონო ქოლ-ცენტრი ორ კვირაში უნდა დაიკეტოს.