გახმაურებულ საქმეში – „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში – ბრალდებული ბადრი ესებუა ფსიქიატრიული კლინიკიდან ციხეში დააბრუნეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით შესაბამის დაწესებულებაში ხუთი დღე გაატარა.
შეგახსენებთ, ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს “საქართველოს ბანკში” შეიჭრა 40-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელმა მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა, თანხის მიღების შემდეგ კი მიმალვა შეძლო.
ესებუას 4-წლიანი პატიმრობა ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით მიუსაჯეს.