ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სახალხო დამცველი დღეს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ აქციას დააკვირდება

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2016 წლის 6 მარტს თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას დააკვირდება. სახალხო დამცველის წარმომადგენლებისგან შემდგარი მობილური ჯგუფები ღონისძიების მიმდინარეობისას მონიტორინგს გაუწევენ შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების დაცვას.

 
ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

 
“ამავდროულად იმ პირებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გახდნენ ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლნი ან თვითმხილველები, შეეძლებათ დაგვიკავშირდნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე – 14 81 (მუშაობს 24–საათიან რეჟიმში, მათ შორის, არასამუშაო დღეებსა და საათებში).

შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება გარანტირებულია ეროვნული კანონმდებლობით – საქართველოს კონსტიტუციით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით და მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-11 მუხლითა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 21-ე მუხლით.

სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების სრულფასოვან განხორციელებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები ნებისმიერი პიროვნებისგან ან ჯგუფისგან, რომელიც შეეცდება აქციისთვის ხელის შეშლას”- ნათქვამია ომბუცმენის განცხადებაში.

იტვირთბა....