ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

კახა კალაძე “გაზპრომზე”: “მომავალ წელს უფრო მყარი პოზიციებით ვიქნებით”

“მათი მხრიდან იყო მოთხოვნა ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თუ მომავალ წელს ამაზე იქნება საუბარი, ჩვენ უკვე უფრო მყარი პოზიციებით ვიქნებით”, – ამის შესახებ ენეგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ “გაზპრომზე” კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, გაზპრომთან თანამშრომლობის სრულყოფაში მოსაყვანად მხოლოდ ხელმოწერაღა დარჩა.

“დარჩა მხოლოდ ხელმოწერა. შეთანხმების შინაარსი არის ის, რომ ჩვენ წელს ვრჩებით ისევ იმ კონტრაქტის ფარგლებში, რაც იყოს წლების წინ, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ ბუნებრივი აირის სახით მივიღებთ გატარებული მოცულობის 10%-ს. მათი მხრიდან იყო მოთხოვნა ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თუ მომავალ წელს ამაზე იქნება საუბარი, ჩვენ უკვე უფრო მყარი პოზიციებით ვიქნებით. ”

იტვირთბა....