7-9 მარტის დემონსტრაციების შედეგად დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი მედიასთან სასამართლოსთან დაკავშირებით კიდევ ერთ კომანტარს აკეთებს.
მისი თქმით, სანქცირებულმა მოსამართლეებმა ლაზარე არ უნდა გაასამართლონ
„მე არ ვიძახი, რომ ძალადობას ვამართლებ და ლაზარემ იძალადა და უნდა გარეთ გამოუშვათ. არა. ხალხო! ლაზარეს უნდა დაუმტკიცონ, რომ იძალადა და ამისთვის ჩენ გვჭირდება ნორმალური სასამართლო. დღესდღეობით სანქციურებული მოსამართლეების სასამართლოში ვერ გასამართლდება ლაზარე, იმიტომ, რომ იქ გაასამართლებენ ისე, როგორც ზევიდან უკარნახებს მთავრობა. ეს არის ფაქტი. აუცილებელია დღეიდან დავუდგეთ ლაზარეს გვერდით, მოვიდეთ ბევრნი, გავაგონოთ ჩვენი ხმა მოსამართლეებ, რადგან არ გააკეთონ ის ბინძრი საქმეები, რასაც ზევიდან კარნახობს მთავრობა“ , – განაცხადა გრიგორიადისმა.
შეგახსენებთ, ლაზარეს ოჯახი აღნიშნულ საქმეში ნაფიცი მსჯულების ჩართვას ითხოვენ.
პროკურატურა ლაზარე გრიგორიადისს სამართალდამცავების მისამართით მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება.