ახალი ამბები მთავარი სამართალი

საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის 10 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის 10 პირი დააკავეს. ისინი საქართველოს, ბანგლადეშის, პაკისტანის და თურქეთის მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ახალციხის, კარწახისა და ჭარალის ტერიტორიებზე აიყვანეს.
გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს. გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

იტვირთბა....