სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბირთვული რადიაქტიური ნივთიერების არალეგალური რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
სუს-ის განცხადებით, ქალაქ ფოთში რადიაქტიური ნივთიერების გასაღებას დაკავებული პირი 2 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა, რა დროსაც იგი სამართალდამცავებმა დააკავეს.
რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მასალა, რომელიც ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული, შეიცავს რადიაქტიურ ნივთიერება ურანს და ბირთვულ მასალათა კატეგორიას მიეკუთვნება.
შეგახსენებთ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც რადიაქტიური ნივთირერების უკანონო მოპყრობას გულისხმობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 10 წლამდე ითვალისწინებს.
სუს-ის განცხადებით, გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების კოტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს.