ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.
აღმაშენებლის გამზირზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი, ადგილზევე გარდაიცვალა. სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი ქალა-ტვინის დახურული ტრამვა გახდა.
მსუბუქ ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა და მას დაზიანებები არ მიუღია.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.