ახალი ამბები მთავარი სამართალი

საქალაქო სასამართლოში პატიმარმა ყელი გამოიჭრა

საქალაქო სასამართლოში ერთ-ერთმა პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა.

ახალგაზრდა კაცმა საბადრაგო სამსახურის თანდასწრებით ყელი გამოიჭრა. აღნიშნული შემთხვევა დილით, 11:00 საათზე მოხდა, როდესაც კონსტანტინე ცომაია საბადრაგო სამსახურს სასამართლო დარბაზში შეჰყავდა.

დგინდება, რომ პატიმარი პენიტენციურ დაწესებულებაში მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას თვეების განმავლობაში აპრტესტებდა. კონსტანტინე ცომაიას პრეტენზიები საგამოძიებო სამსახურთანაც ჰქონდა. იგი ამტკიცება, რომ შსს-ს წარმომადგენლებმა მას იარაღი ჩაუდეს.

მისი ოჯახის წევრები საუბრობენ პოლიციელების მხრიდან მიზანმიმართულ შურისძიებაზე.

“მიზამნიმართული შურისძიება მგონია. ვისი არ ვიცი… ჩერებდნენ, ჩასაფრებულები იყვნენ სახლთან პოლიციელები და ყოველთვის ტერორის ქვეშ იმყოფებოდა – განცახადა პატიმრის ახლობელმა.

ამ წუთებში, პატიმრის გადასარჩენად “ვივა მედის” ექიმები იბრძვიან.

მთავარ კითხვად კი ის რჩება, თუ საიდან ჰქონდა მსჯავრდებულს აკრძალული იარაღი და როგორ მოახერხა ციხიდან ბარსი საგნის გამოტანა.

პენიტენციური დაწესებულება მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ამ დრომდე არ აკეთებს.

შეგახსნებეთ, გამოძიება კონსტანტინე ცომაიას ყაჩაღობას ედავება. დაკავებულის განაჩენი მომდენვო კვირაში უნდა გამოცხადდეს.

იტვირთბა....