ქუთაისში, ჩვილის ცხედარი იპოვეს – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” იტყობინება.
მისი ინფორმაციით, ბავშვი რამდენიმე დღის გარდაცვლილია. ის ქუთაისის ერთ-ერთ ეზოში იპოვეს. ცხედარი პოლიეთილენის პარკში იყო გახვეული.
ბავშვის ვინაობა და სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. დანიშნულია ექსპერტიზა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 112–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ჩვილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
იტვირთბა....