თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თავის მეუღლეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს დაბადების დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” მისალოც სტატუსს აქვეყნებს.
“დათო მამას დაბადების დღე აქვს.
არც კი ვიცი როდის ვნახავ დღეს. :(არადა ერთი დღით რომ მომეპარა როგორ მინდოდა.
მიყვარხარ, ვიცი რომ ძალიან დიდ ხანს ვივლით ასე ხელჩაჭიდებული. გახსოვს, 21 დეკემბერს ჩავჭიდეთ ხელი ერთმანეთს. იმ დღეს, თბილისში ომი რომ დაიწყო. იმ დღეზე უარესი, უფრო მძიმე, უფრო შეუძლებელი ქვეყანა არასოდეს გამოჩნდება.
ალბათ ამიტომ ვერ მოგიპარე იმის შემდეგ ვერც ერთ 5 მარტს, სულ მუდამ “მაგრად ჩამჭიდე ხელი” ცხოვრება დავიბედეთ.
ასეთი ცხოვრება მიყვარს, ასე ავირჩიეთ, და როგორც ჩანს სულ ასე იქნება.
კარგია.
მიყვარხარ.
მაგრად ჩამჭიდე ხელი”- წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.