ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ცვლილებები არ იგეგმება”

“მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში არანაირი ცვლილებები არ იგეგმება,” – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისთვის გაუგებარია, “თუ რატომ ამყოფებენ საზოგადოებას იმ ისტერიაში, რომლის საფუძველიც არ არსებობს”.

“არ ველოდები არანაირ ცვლილებებს და არ მესმის ამ ისტერიის მიზანი და მიზეზი. უფრო მეტად მიზანი არ მესმის. შესაძლებელია, ადამიანებს აქვთ რაღაცა ტიპის აგრესია და მიუღებლობები, მაგრამ მუდმივად საზოგადოება ისტერიაში რატომ უნდა ამყოფო, არ მესმის. არავითარი ცვლილება არ იგეგმება მთავრობაში. მინისტრთა კაბინეტში ყველა რესპუბლიკელი მინისტრი აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და ასე იქნება მანამ, სანამ ქართველი ხალხი არ მიიღებს გადაწყვეტილებას 2016 წლის არჩევნებზე,” – განაცხადა ხიდაშელმა.

იტვირთბა....