ახალი ამბები მთავარი სამართალი

“პატრულის თანამშრომლებს ყველაზე მაღალი ჯარიმების გამოწერას აიძულებენ”

“თუკი პატრული დღის განმავლობაში ხუთ მსგავს დარღვევას ვერ აფიქსირებს, ის იძულებულია, უბრალოდ ეს ჯარიმები შექმნას, მოიფიქროს რაღაც და ამით მოსახლეობა ზარალდება”- ამის შესახებ პატრულის ყოფილი თანამშრომელი ზვიად კუპრავა აცხადებს.

კუპრავა ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია სამართალდამცველთა რეფორმების ცენტრის წარმომადგენელია.

“დღეს საპატრულო პოლიციას აძლევენ კონკრეტულ გეგმას. პატრულს ეუბნებიან, რომ მათ კონკრეტული რაოდენობის ჯარიმა უნდა გამოწერონ კონკრეტული მუხლით. მაგალითად, როგორიც არის, 125-ის მე-9, რომელიც არის 200-ლარიანი ჯარიმა და აუიცლებლად ხუთი ოქმი უნდა მიიტანოს დღის ბოლოს. და რა ხდება? ჩევნ საბოლოოდ ვღებულობთ იმას, რომ, თუკი პატრული დღის განმავლობაში ხუთ მსგავს დარღვევას ვერ აფიქსირებს, ის იძულებულია, უბრალოდ ეს ჯარიმები შექმნას, მოიფიქროს რაღაც და ამით მოსახლეობა ზარალდება,” – ამბობს ზვიად კუპრავა.

იტვირთბა....